Tuesday, December 22, 2009

ჟურნალ ,,სოლიდარობის’’ წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში



21 დეკემბერს, ჟურნალ ,,სოლიდარობის’’ წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,, მოაწყვეს პრეზენტაცია,რომელსაც უნივერსიტეტის ლექტორები,სტუდენტები და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაესწრნენ.
ჟურნალი ,,სოლიდარობა’’ არის საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა,რომელიც საზოგადოებში უფასოდ ვრცელდება.
მოხსენების პირველი ნაწილის განმავლობაში ბ-მა ფრიდონ საყვარელიძემ გააკეთა პრეზენტაცია ადამაინთა ევროპული სასამართლოს შესახებ.მან ისაუბრა ევრო სასამართლოს სტრუქტურაზე, შემადგენლობაზე და განმარტა მესამე,მეხუთე და მეათე მუხლები. (მოიყვანა კონკრეტული მაგალითებიც).
ჟურნალის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჟურნალის დადებით მხარეებზე და ასევე პრობლემაზე,რომელიც ძირითადად მისი ხელმისაწვდომობაა.უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოაჩინეს მათი დამოკიდებულება,შეფასებები.რედაქციამ სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზა.

Sunday, December 20, 2009

საშობაო ზეიმი



ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 დეკემბერს  წიგნის მაღაზია "ლიგამუსში"ინტერკულტურული შობა იზეიმეს.ამ საღამოს დაესწრნენ უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტებიც. ინტერნაციონალურ საღამოზე  მათ წარმოადგინეს პოლონური, გერმანული, ფრანგული და ესპანური საშობაო ტრადიციები, სიმღერები და კერძები.

Wednesday, November 25, 2009

ინდური ქორწილის ტრადიციები









ინდური საქორწინო წესები თავისი ტრადიციულობით გამორჩევა – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რიტუალები თითქმის იგივე დარჩა, როგორებიც ათასწლეულების წინ იყო. ქორწინების გადაწყვეტილება მთლიანადაა დამოკიდებული სასიძოს მშობლების გადაწყვეტილებაზე. ისინი ეძებენ შესაფერის საცოლეს თავიანთი ვაჟისთვის და მის მშობლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მომავალი საქორწინო კავშირის თაობაზე. გოგონას თითქმის არავინ არაფერს ეკითხება: ბოლოს და ბოლოს გოგონას მშობლებს შეუძლიათ უბრალოდ უბრძანონ მას გაჰყვეს ცოლად სრულიად უცნობ ახალგაზრდას და ის ვალდებულია დათანხმდეს. ეს საერთო წესებს რაც შეეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დასავლური ცივილური წესები არც ინდოეთისთვისაა უცხო, რაც საკუთარი თვალით ვიხილე კიდეც. 2007 წელს ინდოეთში ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანი ინდოელი მეგობრების ქორწილზე დასწრება იყო, სადაც მთელი სულთა და გულით მიმიწვიეს. ჩემი მეგობრები ჯუჰი და ეშლი, რომელმაც ლამაზი ოჯახი შექმნეს, ქორწინებამდე 4 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ამის შესახებ მშვენივრად იცოდნენ ამ ახალგაზრდების მშობლებმა და როგორც ვიცი, განსაკუთრებული საწინააღმდეგო ამ თანაცხოვრების არც არაფერი ჰქონდათ. და როდესაც ეს ყველაფერი 6 დღიანი ქორწილით დასრულდა (3 დღე ქალაქ ალაჰაბადში, და 3 დღე მუმბაიში), ყველანი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როგორც გოგოს ნათესავები, ასევე ბიჭისაც. ყველაზე მეტად გადაქანცულებად კი თვითონ წყვილი გამოიყურებოდა ყველა მ გაუთავებელი ცერემონიების შემდეგ, რომლებიც ამ 6 დღის განმავლობაში ტარდებოდა. მოკლედ, ეს რაც კონკრეტულად ჩემს მეგობრებს შეეხებოდა, ახლა კი ისევ დაუბრუნდეთ ზოგად ტრადიციებს, რომლებიც განსაკუთრებული სიმძლავრით დაბალ კასტებში და პერიფერიებში იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებში ვინმემ ამ ტრადიციებზე უარი თქვა.

ქორწილის დღეს სასიძოს აკრძალული აქვს ჭამა თვით ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც, როგორც წესი დღის მეორე ნახევარში იწყება. სასიძოს სახლში ნათესავი გოგონები ცეკვავენ და მღერიან. შემდეგ ტარდება მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი – ყვითელი ფერის განდიდების ცერემონია, რომელიც ინდოეთში ასოცირდება მზესთან და ასევე ერთგულების სიმბოლოსაც წარმოადგენს. თავიდან ყველა დამსწრე შუბლზე ისვამს ყვითელ ფხვნილს და შემდეგ ერთმანეთსაც აყრიან ამ ფხვნილს.

ამ ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა საზეიმოდ წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილი ნათესავების სახელებს, და თითქოს მათ მოუწოდებს გახდნენ მოწმეები და წინაპრებს გადასცენ, რომ მათი შთამომავალი ცოლს ირთავს. შემდეგ ცერემონიის ყველა მონაწილე საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი კვლავ მეორდება.

საქორწინო ცერემონიის მთავარი ნაწილი, როგორც წესი საპატარძლოს ოჯახში იმართება საღამოსკენ, სადაც დათქმულ დროს სასიძო თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მიდის. ამ დროისთვის უკვე მომზადებულია მცირე ზომის სამლოცველო ადგილი, რომელიც სპეციალურად საქორწინო ცერემონიისთვისაა გაკეთებული. ეს სამლოცველო დაფარულია ტენტით, ოთხივე მხარეს ძელები მორთულია პალმებით და მთლიანად შემოსილია უამრავი ყვავილით, ძირითადად ყვითელი ფერის ყვავილებით. სასიძო დადგება სიპ ქვაზე და ელოდება, ვიდრე რამდენიმე ადამიანი ხის პალანკინით საპატარძლოს გამოიყვანს სახლიდან. საპატარძლო მდიდრულად მორთულ, ძირითადად ღაჟღაჟა წითელ ფერის სარითაა შემოსილი და უამრავი სამკაული უკეთია. პალანკინის მატარებელი ადამიანები სასიძოს შვიდჯერ შემოუვლიან, შემდეგ გაჩერდებიან და ახალგაზრდებს თხოვენ, რომ ერთმანეთს თვალებში შეხედონ.

შემდეგ მთელი საქორწინო ცერემონია მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც სასულიერო პირი ლოცვებს კითხულობს და ახალგაზრდების ფიცის მოსმენის შემდეგ წყვილის ხელებს ძაფზე ასხმული ყვავილებით შეკრავს. ამ დროს სასიძო პატარძალს შუბლზე და თმის გამყოფ ხაზზე წითელ საღებავს უსვამს: ამიერიდან ისინი უკვე ცოლი და ქმარი არიან. შემდეგ ყველა მიემართება შენობაში ზეიმის გასაგრძელებლად, სადაც ცეკვები და სიმღერები იმართება. მხიარულება მთელ ღამეს გრძელდება, დილით ი სტუმრები ტოვებენ ახალგაზრდა პატარძლის ოჯახს და პატარძალი ქმრის სახლში მიჰყავთ, სადაც ახალგაზრდებს ასევე ელით საჩუქრები და დალოცვა. ამ დღეს არანაირი ცერემონიები არ ტარდება, ყველა ისვენებს. და მხოლოდ მეორე დღეს ქმრის ოჯახში იღებენ საჩუქრებით მოსულ პატარძლის ნათესავებს, რომლებსაც სუფრას უშლიან და გართობასაც უწყობენ.

ყველა ინდურ უზრუნველყოფილ ოჯახში ქორწილი ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად პენჯაბში, ნიშნობასა და ქორწილის ცერემონიას შორის 1–2 დაძაბული თვეა. ამ დღეებში საპატარძლოს ოჯახი გამალებით აგროვებს ქალიშვილის მზითევს: უამრავ სარის ნებისმიერი ცხოვრებისეულ სიტუაციისთვის, სხვა ტანისამოსს, სამკაულებს, სამზარეულოს მოწყობილობას... ქორწილამდე 2 დღის განმავლობაში საპატარძლო შინიდან არსად გადის. სახლს ალამაზებენ ყვავილების გირლიანდებით და სხვადასხვაფერი ნათურებით.

ბოლოს დგება ქორწილის დღე, რომელზეც თავს იყრის 700–800 სტუმარი. საპატარძლოს მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ისინი საკვებით და საცხოვრებლით. საპატარძლოს მაჯებსა და მკლავებზე ღაჟღაჟა წითელი ფერის სამაჯურები უკეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალიშვილი თხოვდება. ამ სამაჯურებს ის ქორწილის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში არ მოიხსნის.

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდმა ლიგის პირველობა მოიგო


საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის დეპატამენტის ხელშეწყობით ჩატარდა სტუდენტური ლიგის პირველობა კალათბურთში.თამაშები გაიმართა მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა კალათბურთის სასახლეში.ტურნირში მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა.ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა უნივერიტეტების გუნდებიც.
ილია ჭავჭავაძის უნივერიტეტის კალათბურთელებმა დაამარცხეს აგრარული უნივერსიტეტის გუნდი და ლიგის გამარჯვებულნიც გახდნენ.აღსანიშნავია,რომ გამარჯვებულმა გუნდა ყველა სხვა შეხვედრაც მოგებით დაამთავრა.
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის წევრები დააჯილდოვეს ოქროს მედლებით,ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად მერაბ მაჭავარიანი,ილია ჭავაჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დასახელდა.მეორე ადგილი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გუნდმა,მესამე ადგილი აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა.

Tuesday, November 24, 2009

მხოლოდ გერმანული ლუდის მოყვარულთათვის


მბობენ,რომ გერმანიაში ლუდის ყველაზე მეტი ნაირსახეობა არსებობს.თავდაპირველად ლუდს სამხრეთ გერმანიაში ხარშავდნენ,მოგვიანებით კი ის ისეთი პოპულარული გახდა მისი წარმოება მთელ ქვეყანაში დაიწყო.
1516 წლის 23 აპრილს, ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ მეოთხემ ლუდის სისუფთავესთან დაკავშირებით სპეციალური დებულება გამოსცა,რომელსაც დიდი ძალა აქვს.ნებადართულია მხოლოდ თავთავის,შვრიის და წყლის გამოყენება ლუდის წარმოებისთვის.


როგორც ბევრს მეც მიყვარს ლუდი,მაგრამ ხარისხიანი და ქაფიანი.
დილაა.ქუჩაში ხმაურია.გერმინიის ერთ-ერთი ლუდის ბარიდან ახლადმოხარშული ლუდის გემო გამოდის.შევდივარ ბარში,უმრავლესობა გერმანელია და მეც მათთან ერთად ორ კათხა ლუდს ვსვამ.მერე ყველაფერი ტრიალებს და ყველაფერი ირევა.ამ მიზეზით წავედი გერმანიაში.დავაგემოვნე ნამდვილი გერმანული ლუდი.

Thursday, November 19, 2009

Wednesday, November 4, 2009

მივიღებთ თუ არა ქართულ ინტერნეტ გამოცემების საშუალებით სრულყოფილ ინფორმაციას?


ჩემი დაკვირვების მიზანი იყო თუ რა სიხშირით ახდენენ ქართული ინტერნეტ გამოცემები ინფორმაციის განახლებას და რომელი გამოცემის საშუალებით შეიძლება მიიღოს მკითხველმა სრული ინფორმაცია.დაკვირვების საგანს წარმოადგენენ შემდეგი
საიტები:
pressa.ge,ambebi.ge,newsgeorgia.ge.დავაკვირდი თუ რა სიხშირით აქვეყნებენ ეს საიტები ინფორმაციას 5 დღის განმავლობაში.


PRESSA.GEს ერთ თავისებურებად შევნიშნავ,რომ ცალკე არ არის გამოყოფილი კულტურის სფერო.რათა მკითხველმა შეძლოს ინფორმაცია მიიღოს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე უნდა გადაავლოს თვალი ხელოვნებას და სპორტს,სადაც ერთობლივად არის განთავსებული მხოლოდ 3 სტატია,რომელიც მოიცავს მწირ ინფორმაციას.
რაც შეეხება პოლიტიკას,ამ თემაზე ატვირთულია 7 სტატია,სადაც არ არის ასახული საქართველოში მიმდინარე პოლოტიკური მოვლენები.ასევე არის ინფორმაციული დისბალიანსი,ანუ გაშუქებულია მხოლოდ ოპოზიციის საქმიანობა.
ეკონომიკაზე კი ეს საინფორმაციო გამოცემა მხოლოდ 3 სტატიას სთავზობს მკითხველს. 

AMBEBI.GE შეიძლება ითქვას რომ,შედარებით ახალ ,საინტერესო და მრავალმხრივ ინფორმაცის აწვდის მკითხველს.პოლიტიკის შესახებ ატვირთული 19 სტატია წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს 5 დღის განმავლობაში მიმდინარე პოლოტიკურ მოვლენებზე.გასული კვირის ერთ-ერთი სკანდალური მოვლენა პატრიარქის ირგვლივ განხილულია მხოლოდ ამ გამოცემის მიერ.
ეკონომიკის შესახებ კი მოცემული 10 სტატია ინფორმირებულია და განიხილავს სხვადახვა ეკონომიკურ ტემატიკას.

ამ გამოცემაში გაერთიანებულია კულტურის და შოუ-ბიზნესის თემატიკა.ასევე გაშუქებულია მომავალში  დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები და გასული კვირის სკანდალური მოვლენა კულტურის სამინისტროში,რაც დავით ოქიტაშვილის გადადგომას უკავშირდება.

NEWSGEORGIA.GE შემდეგი ინტერნეტ გამოცემა განახლდა ბოლოს 13 მარტს და მას შემდეგ მას ახალი არაფერი შემატებია.(ალბათ პაროლი დაავიწყდათ, ეს ხუმრობით).მიუხედავად არსებული მდგომარეობისა საიტი მაინც არსებობს,თუ ასეთ საინფორმაციო გამოცემას გამოცემას დავარქმევთ.

კვლევის შედეგები კი ასეთია:მაინც ბოლომდე ნუ მივენდობით  ზემოთ ჩამოთვლილ ინტერნეტ გამოცემებს.გადაიკითხეთ ჟურნალ-გაზეთები,უყუროთ ტელევიზორს და მოუსმინეთ რადიოს, რათა ინფორმაციულ ვაკუუმში არ აღმოჩნდეთ.



Wednesday, October 21, 2009




ახალი წელი ლეჩხუმში
ლეჩხუმში ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ 1 იანვარს და 14 იანვარს.ამ დღისთვის ყველა ოჯახში საგანგებოდ ემზადებიან,რადგან სჯერათ რომ როგორ განწყობით შეხვდებიან ახალ წელს წინ ისეთი წელი ელით.


ტრადიციები
ლეჩხუმში აქვთ სუფრის ტრადიაცია.ამისთვის ოჯახი თითქმის თვის დასაწყისში იწყებს მზადებას ანუ იძენს საკლავს,სურსათ-სანოვაგეს და ახალი წლის მთავარ ატრიბუტს ნაძვის ხეს.ლეჩხუმში სჯერათ,რომ რაც უფრო ხვავრიელი იქნება სუფრა,მით უფრო ბარაქიანი წელი ელით წინ.
ნაძვის ხეს 30 დეკემბერს რთავენ ფერადი სათამაშოებით.ყოველ წელს მას ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატონ,რათა ახალმა წელმა სიახლეები არ მოაკლოთ.
სუფრის ტრადიცია წარმოუდგენელია ნამდვილი ქართული ღვინის გარეშე,რომელსაც ოჯახის თავკაცები საგანგებოდ ამ დღისთვის ინახავენ.მის გარეშე არაფერს გემო არ აქვსო ამბობენ ლეჩხუმში.



ახალი წლის ღამე
ამ ღამეს ყველა ცდილობს შეხვდეს ოჯახში საყვარელ ადამიანებთან ერთად.როცა საათი 12 ჩამოკრავს,ყველა სანთელს ანთებს და შემდეგ გაწყობილ სუფრას მიუჯდებიან.ლოცავენ უკვე დამდგარ ახალ წელს და ერთმანეთს ლოცავენ.


ძველით ახალი წელი
ძველით ახალი წელი ასევე მნიშვნელოვანი დღეა ლეჩხუმში.ამ დღეს კლავენ ე.წ. საკალანდო ღორს,რომლის თავს ნათლისღებისთვის ინახავენ და 19 იანვარს ამზადებენ

დასაქმების პროგრამა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი ,,ვაკანსიები ბიბლიოთეკაში,,.საბუთების მიღება გაგრძელდა 15 ოქტომბრამდე.მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოტივაციო წერილი,სივი და პირადობის მოწმობის ასლი.
20 ოქტომბერს შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ტესტირება.მათ შეავსეს მხედველობითი აღქმის და აიზეკის ტესტები.
ამ საფეხურზე გამარჯვებული სტუდენტები პასუხს ერთ კვირაში შეიტყობენ,რის შემდეგ მათ მიიწვევნ გასუბრებაზე.30 ოქტომბერს კი საბოლოო პასუხები გახდება ცნობილი.სტუდენტები ბიბლიოთეკაში დასაქმდებიან
.

Monday, October 19, 2009





ფოტო გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოწყო ფოტო გამოფენა ,,ომის შვილები ერთი წლის შემდეგ,, გამოფენა გრძელდება 25 ოქტომბრამდე და მისი მთავარი იდეა,თემაა ფოტოზე ასახოს დევნილთა ცხოვრება,ტკივილი და მათი პრობლემები აგვისტოს ომის შემდეგ.

ფოტოგამოფენაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ანა ჯავახიშვილის ნამუშევრები.ასევე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩნენ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან.

სტუდენტებმა წარმოადგინეს ძირითადად შავ-თეთრი სურათები და მათ დამთვარიელებლის მოწონებაც დაიმსახურეს.გამოფენა გაიხსნა წიგნის მაღაზია ,,ლიგამუსში,,.ამ მოვლენას დაესწრნენ ქართული მედიის წარმომადგენლებიც.ღონისძიების დახურვა იგეგმება 23 ოქტომბერს,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Saturday, October 17, 2009


Happy New Year
დღესასწაული-ახალი წელი

ახალ წელს უძველესი დროიდან აღნიშნავენ.მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ზეიმობდნენ ძველ ეგვიპტეში.ძვ.წ.აღ. 2000 წლისთვის ეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ახალი მთვარის გამოჩენას დაუკავშირეს და მას გაზაფხულის პირველ დღეს დღესასწაულობდნენ.ეს დრო ახალი წლის აღსანიშნავად ლოგიკური იყო,გაზაფხული ხომ ბუნების გაცოცხლების,თესვის და ყვავილობის პერიოდია.



ბაბილონელებისთვის ახალი წლის დღესასწაული თერთმეტ დღეს გრძელდებოდა და ყოველი დღე თავისებურად აღინიშნებოდა.ახალი წელი დიდი სახალხო დღესასწაული იყო.ამ დროს ეწყობოდა წარმართული გართობა,თამაშობები,შეჯიბრებები და სანახაობები.ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანას თავისებური ჰქონდა.
ძველი რომაელები ფიქრობდნენ,რომ მთელ წელს ისე გაატარებდნენ,როგორც ახალ წელს შეხვდებოდნენ,ამიტომ ხალხი ახალ წელს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ხვდებოდა.ზეიმი კი შუაღამემდე გრძელდებოდა.
ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება,მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა სანტა საჩუქრებს საცურაო კოსტუმში გამოწყობილი არიგებს.

Wednesday, October 14, 2009

ისტორიული პარიზის უნივერსიტეტი სორბონი პირველად გაჩნდა მე 12-საუკუნის მეორე ნახევარში.1970 წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად.უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ,როგორც სორბონს იგივე სახელწოდების კოლეგიის მიხედვით,რომელიც 1257 წელს რობერ დე სორბონმა დააფუძვნა,თუმცა თვით უნივერსიტეტი უფრო ძველია და სორბონი მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია.მისი 13 შთამომავლიდან პირველი ოთხი სორბონში იმყოფება.ცამეტივე უნივერსიტეტს ერთი საერთო რექტორი ყავს,რომლის ოფისი სორბონშია.
სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად.მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურიატი,მეცნიერი,ექიმი,ინჟინერი,თეოლოგი,ხელოვანი გამოსულა.

Wednesday, October 7, 2009



QARTVELI LAMAZMANEBI
...

Followers